Thumbnail
  • ESPN-მა 2019 წლის FC100 შეადგინა
  • 40-ზე მეტმა ექსპერტმა პოზიციების მიხედვით საუკეთესოები დაასახელა
  • რეიტინგებში ლივერპულის და მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები დომინირებენ
  • საუკეთესო მწვრთნელი შარშან გვარდიოლა იყო, წელს კლოპია

ESPN-მა ტრადიციული, ყოველწლიური FC 100 გამოაქვეყნა. ეს არის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი პოზიციების მიხედვით, რომელსაც მწვრთნელების რეიტინგიც ემატება.

საუკეთესოთა შორის ლივერპულის ფეხბურთელები დომინირებენ - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ინგლისურ კლუბს პირველ ადგილზე ერთდროულად 4 ფეხბურთელი ჰყავს - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი საუკეთესო მარჯვენა მცველებშია პირველ ადგილზე, ვირჯილ ვან დაიკი ცენტრალურ მცველებში, ენდრიუ რობერტსონი მარცხენა მცველებში, ხოლო ალისონი კი - მეკარეებში. გარდა ამისა, საუკეთესო მწვრთნელებს სათავეში ასევე მერსისაიდელთა დამრიგებელი, იურგენ კლოპი უდგას.

ასევე აღსანიშნავია მანჩესტერ სიტის დომინაცია - ESPN FC100-ში ბერნარდო სილა საუკეთესო შემტევ ნახევარმცველადაა დასახელებული, რაჰიმ სტერლინგი საუკეთესო გარემარბად, ხოლო სერხიო აგუერო კი - საუკეთესო ცენტრფორვარდად.

ფორვარდების TOP 10-ს ლიონელ მესი ლიდერობს, კრიშტიანო რონალდო კი მეორე ადგილზეა. ამ კატეგორიაში მესამე ადგილზე კილიან მბაპეა, ნეიმარი კი, ESPN-მა ფორვარდებში მე-8 ადგილზე გაიყვანა.

ESPN-ის რეიტინგების მიხედვით ასეთი სიმბოლური ნაკრები გამოდის

რეიტინგებზე ESPN-ის 40-ზე მეტმა ექსპერტმა იმუშავა. მათ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების დაახლოებით 250-კაციანი სია ჰქონდათ და არჩევანი მათ შორის უნდა გაეკეთებინათ. თითოეულმა ექსპერტმა თითოეულ კატეგორიაში 10-10 საუკეთესო დაასახელა. საბოლოო რეიტინგები სწორედ მათი არჩევანითაა შეჯამებული.

ახლა კი ნახეთ ყველა რეიტინგი. რაში ეთანხმებით და რაში - არა ESPN-ის ექსპერტებს?

საუკეთესო მეკარეები

1. ალისონი - ლივერპული/ბრაზილია (შარშან: მე-4)
2. იან ობლაკი - ატლეტიკო/სლოვენია (შარშან: მე-2)
3. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - ბარსელონა/გერმანია (შარშან: მე-5)
4. ედერსონი - სიტი/ბრაზილია (შარშან: მე-6)
5. მანუელ ნოიერი - ბაიერნი/გერმანია (შარშან: მე-7)
6. ვოიცეხ შჩესნი - იუვენტუსი/პოლონეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
7. კეპა არისაბალაგა - ჩელსი/ესპანეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
8. უგო ლორისი - ტოტენჰემი/საფრანგეთი (შარშან: მე-8)
9. დავიდ დე ხეა - იუნაიტედი/ესპანეთი (შარშან: პირველი)
10. ანდრე ონანა - აიაქსი/კამერუნი (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო მარჯვენა მცველები

1. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი - ლივერპული/ინგლისი (შარშან: ათეულში არ იყო)
2. იოზუა კიმიხი - ბაიერნი/გერმანია (შარშან: მე-2)
3. რიკარდო პერეირა - ლესტერი/პორტუგალია (შარშან: ათეულში არ იყო)
4. დანი კარვახალი - რეალი/ესპანეთი (შარშან: პირველი)
5. კაილ უოკერი - სიტი/ინგლისი (შარშან: მე-3)
6. დანი ალვეში - სან პაულო/ბრაზილია (შარშან: მე-5)
7. ჟოაო კანსელო - სიტი/პორტუგალია (შარშან: ათეულში არ იყო)
8. კირან ტრიპიერი - ატლეტიკო/ინგლისი (შარშან: მე-6)
9. სესარ ასპილიკუეტა - ჩელსი/ესპანეთი (შარშან: მე-8)
10. აარონ ვან-ბისაკა - იუნაიტედი/ინგლისი (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო ცენტრალური მცველები

1. ვირჯილ ვან დაიკი - ლივერპული/ჰოლანდია (შარშან: მე-4)
2. კალიდუ კულიბალი - ნაპოლი/სენეგალი (შარშან: მე-9)
3. მატეის დე ლიხტი - იუვენტუსი/ჰოლანდია (შარშან: ათეულში არ იყო)
4. ემერიკ ლაპორტი - სიტი/საფრანგეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
5. სერხიო რამოსი - რეალი/ესპანეთი (შარშან: პირველი)
6. ჯორჯო კიელინი - იუვენტუსი/იტალია (შარშან: მე-5)
7. ლეონარდო ბონუჩი - იუვენტუსი/იტალია (შარშან: მე-8)
8. მარკინიოსი - პსჟ/ბრაზილია (შარშან: ათეულში არ იყო)
9. ხოსე მარია ხიმენესი - ატლეტიკო/ურუგვაი (შარშან: ათეულში არ იყო)
10. მილან შკრინიარი - ინტერი/სლოვაკეთი (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო მარცხენა მცველები

1. ენდრიუ რობერტსონი - ლივერპული/შოტლანდია (შარშან: მე-8)
2. დავიდ ალაბა - ბაიერნი/ავსტრია (შარშან: მე-2)
3. ჟორდი ალბა - ბარსელონა/ესპანეთი (შარშან: მე-3)
4. ალექს სანდრო - იუვენტუსი/ბრაზილია (შარშან: მე-4)
5. ლუკა ერნანდესი - ბაიერნი/საფრანგეთი (შარშან: მე-6)
6. ლუკა დინი - ევერტონი/საფრანგეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
7. ფერლან მენდი - რეალი/საფრანგეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
8. ალექს გრიმალდო - ბენფიკა/პორტუგალია (შარშან: ათეულში არ იყო)
9. ალეკსანდრ კოლაროვი - რომა/სერბეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
10. ნიკოლას ტალიაფიკო - აიაქსი/არგენტინა (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველები

1. ნ’გოლო კანტე - ჩელსი/საფრანგეთი (შარშან: მე-2)
2. ფრენკი დე იონგი - ბარსელონა/ჰოლანდია (შარშან: ათეულში არ იყო)
3. სერხიო ბუსკეტსი - ბარსელონა/ესპანეთი (შარშან: მე-5)
4. ფერნანდინიო - სიტი/ბრაზილია (შარშან: ათეულში არ იყო)
5. კაზემირო - რეალი/ბრაზილია (შარშან: მე-7)
6. ფაბინიო - ლივერპული/ბრაზილია (შარშან: ათეულში არ იყო)
7. მირალემ პიანიჩი - იუვენტუსი/ბოსნია (შარშან: ათეულში არ იყო)
8. როდრი - სიტი/ესპანეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
9. მარკო ვერატი - პსჟ/იტალია (შარშან: მე-10)
10. საული - ატლეტიკო/ესპანეთი (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო შემტევი ნახევარმცველები

1. ბერნარდო სილვა - სიტი/პორტუგალია (შარშან: მე-7)
2. კევინ დე ბრუინე - სიტი/ბელგია (შარშან: პირველი)
3. დონი ვან დე ბეეკი - აიაქსი/ჰოლანდია (შარშან: ათეულში არ იყო)
4. დავიდ სილვა - სიტი/ესპანეთი (შარშან: მე-3)
5. კრისტიან ერიკსენი - ტოტენჰემი/დანია (შარშან: მე-5)
6. პოლ პოგბა - იუნაიტედი/საფრანგეთი (შარშან: მე-4)
7. კოკე - ატლეტიკო/ესპანეთი (შარშან: მე-9)
8. კაი ჰავრტცი - ლევერკუზენი/გერმანია (შარშან: ათეულში არ იყო)
9. ევერ ბანეგა - სევილია/არგენტინა (შარშან: ათეულში არ იყო)
10. ბრუნო ფერნანდეში - სპორტინგი/პორტუგალია (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო გარემარბები

1. რაჰიმ სტერლინგი - სიტი/ინგლისი (შარშან: მე-3)
2. სადიო მანე - ლივერპული/სენეგალი (შარშან: პირველი)
3. ედენ აზარი - რეალი/ბელგია (შარშან: მე-4)
4. ჯეიდონ სანჩო - დორტმუნდი/ინგლისი (შარშან: ათეულში არ იყო)
5. ჰეონ-მინ სონი - ტოტენჰემი/სამ. კორეა (შარშან: ათეულში არ იყო)
6. მარკო როისი - დორტმუნდი/გერმანია (შარშან: მე-9)
7. ანხელ დი მარია - პსჟ/არგენტინა (შარშან: ათეულში არ იყო)
8. დავიდ ნერეში - აიაქსი/ბრაზილია (შარშან: ათეულში არ იყო)
9. ლეროი სანე - სიტი/გერმანია (შარშან: მე-2)
10. ევერტონი - გრემიო/ბრაზილია (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო ფორვარდები

1. ლიონელ მესი - ბარსელონა/არგენტინა (შარშან: პირველი)
2. კრიშტიანო რონალდო - იუვენტუსი/პორტუგალია (შარშან: მე-2)
3. კილიან მბაპე - პსჟ/საფრანგეთი (შარშან: მე-3)
4. მოჰამედ სალაჰი - ლივერპული/ეგვიპტე (შარშან: მე-7)
5. რობერტო ფირმინო - ლივერპული/ბრაზილია (შარშან: მე-9)
6. ანტუან გრიზმანი - ბარსელონა/საფრანგეთი (შარშან: მე-5)
7. პიერ-ემერიკ ობამეიანგი - არსენალი/გაბონი (შარშან: ათეულში არ იყო)
8. ნეიმარი - პსჟ/ბრაზილია (შარშან: მე-6)
9. ჟოაო ფელიქსი - ატლეტიკო/პორტუგალია (შარშან: ათეულში არ იყო)
10. დუშან ტადიჩი - აიაქსი/სერბეთი (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო ცენტრფორვარდები

1. სერხიო აგუერო - სიტი/არგენტინა (შარშან: მე-2)
2. ჰარი კეინი - ტოტენჰემი/ინგლისი (შარშან: პირველი)
3. რობერტ ლევანდოვსკი - ბაიერნი/პოლონეთი (შარშან: მე-5)
4. ქარიმ ბენზემა - რეალი/საფრანგეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
5. ლუის სუარესი - ბარსელონა/ურუგვაი (შარშან: მე-4)
6. ედინსონ კავანი - პსჟ/ურუგვაი (შარშან: მე-3)
7. დუვან საპატა - ატალანტა/კოლუმბია (შარშან: ათეულში არ იყო)
8. ალექსანდერ ლაკაზეტი - არსენალი/საფრანგეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - შვედეთი (შარშან: ათეულში არ იყო)
10. ფაბიო კვალიარელა - სამპდორია/იტალია (შარშან: ათეულში არ იყო)

საუკეთესო მწვრთნელები

1. იურგენ კლოპი - ლივერპული (შარშან: მე-2)
2. ხოსეპ გვარდიოლა - სიტი (შარშან: პირველი)
3. ერიკ ტენ ჰაგი - აიაქსი (შარშან: ათეულში არ იყო)
4. მაურისიო პოჩეტინო (შარშან: მე-7)
5. დიეგო სიმეონე - ატლეტიკო (შარშან: მე-3)
6. მასიმილიანო ალეგრი (შარშან: მე-5)
7. კარლო ანჩელოტი - ნაპოლი (შარშან: მე-8)
8. მარსელო გალიარდო - რივერ პლეიტი (შარშან: ათეულში არ იყო)
9. ჯამელ ბელმადი - ალჟირის ნაკრები (შარშან: ათეულში არ იყო)
10. მაურიციო სარი - იუვენტუსი/იტალია (შარშან: მე-5)

 

კომენტარები

ბოლო ამბები