Thumbnail

"მოკეტე და საქმეს მიხედე!" - FOX NEW-ის წამყვანმა ლებრონ ჯეიმსი შეურაცხჰყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ამერიკაში ლებრონ ჯეიმსის მიმართ ტელეწამყვანის სიტყვებმა სკანდალი გამოიწვია.
  • ლებრონ ჯეიმსი გაჩუმებას არ აპირებს.

ამერიკაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სიტყვების ომმა NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩის MVP ლებრონ ჯეიმსსა და FOX NEW-ის წამყვან ლორა ინგრემს შორის. 

► NBA ALL STAR | ლებრონმა ყველაზე მაღლა იფრინა - სუპერ-კალათბურთი ლოს ანჯელესში

► ლებრონის ბოლო შანსი! დიდი ტრეიდის შედეგი - რა ელოდება კლივლენდს?

ინგრემმა კომენტარი გააკეთა ლებრონ ჯეიმსისა და კევინ დურანტის ვიდეორგოლზე, სადაც კალათბურთელები პოლიტიკურ თემებზე საუბრობენ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებდნენ. წამყვანმა ლებრონს მოუწოდა shut up and dribble! ხმა ჩაიგდე და ბურთი ატარე ანუ საქმეს მიხედეო. 

"ასე უნდა ყბედობდნენ ისინი. სამწუხაროდ, ბევრ ბავშვს და დიდებსაც სჯერათ მათი. ნახეთ, რა მაგალითს აძლევს ლებრონი ბავშვებს. ასე იცის, სკოლის ნაადრევად დასრულებამ NBA-ში სათამაშოდ. არასოდეს არის ჭკვიანური მათი პოლიტიკური განცხადებები, ვინც წელიწადში 100 მილიონ დოლარს ბურთის თამაშში იღებენ", - განაცხადა ინგრემმა. 

ლებრონ ჯეიმსის პასუხი მკვეთრი იყო, ყველა ვარსკლავის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ არ აპირებს მხოლოდ სპორტით დაკავებას და როცა საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, ხმას აუცილებლად აიმაღლებს.

ლორა ინგრემი ლებრონს გადაცემაში იწვევს

სოციალურ ქსელში ინგრემის გამონათქვამებს უმეტესობა კრიტიკით შეხვდა, ბევრმა მაში რასიზმის ელემენტიც დაინახა, რასაც თავად ტელეწამყვანი უარყოფს და თავად ლებრონს სთავაზობს გადაცემაში მიწვევას და ამ თემაზე საუბარს. 

შეგახსენებთ, რომ FOX NEW პროტრამპისტულად განწყობილი ტელეარხია.

სხვათა შორის, ბოლო დროს გახშირდა იმ სპორტსმენებზე თავდასხმები, რომლებმაც ღიად გაბედეს დონალდ ტრამპის გაკრიტიკება. სოციალურ მედიაში ამას აკეთებენ ტრამპის მხარდაჭერები, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან. 

ბოლო ასეთი მაგალითი პიონჩანის ოლიმპიადაზე მოხდა - მოთხილამურე ლინდსი ვონმა ტრამპი გააკრიტიკა, ხოლო სუპერგიგანტში მარცხის მერე, ტრამპის მომხრეები მის ტვიტერზე ხარობდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ვონს "გადაჩეხვაც" კი უსურვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები