Thumbnail

ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 13 დღე გავიდა. ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ფეისბუქზე შეიქმნა გვერდი “თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja”. ამ მოთხოვნას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება, მათ შორის ქართველი სპორტსმენები. ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ, გურამ კაშიამ, ლევან მჭედლიძემ, გიორგი თხილაიშვილმა, თორნიკე შენგელიამ, სოსო მათიაშვილმა, დავით კაჭარავამ. ქართველი ექიმის მიმართ მხარდაჭერის კამპანია გრძელდება.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები