Thumbnail
  • დალას მავერიკსი 142:94 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • ტექსასელების ისტორიული გამარჯვება
  • ლუკა დონჩიჩმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

NBA-ში შეიძლება ბევრ მოთამაშეზე თქვა, რომ შეუჩერებელია, მაგრამ ბოლო პერიოდში ასეთ ეპითეტს პირველ რიგში ალბათ ლუკა დონჩიჩი იმსახურებს.

გოლდენ სტეიტთან 48-ქულიანი სხვაობით (!) მოგებულ მატჩში (142:94), 20 წლის სლოვენიელმა NBA-ს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. უორიორსს დალასთან ასეთი სხვაობით აქამდე არასდროს წაეგო.

📌 დონჩიჩმა 35 ქულით, 10 მოხსნით და 11 ასისტით ისევ სამმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მან მხოლოდ 25 წუთი და 30 წამი ითამაშა!

📌 ამ სეზონში დონჩიჩმა უკვე მეშვიდე მატჩში შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება!

📌 20 წლის სლოვენიელი პირველი კალათბურთელია NBA-ში, რომელმაც 35-ქულიანი სამმაგი დუბლი 29 წუთზე ნაკლებ დროში შეასრულა.

📌 აქამდე ეს რეკორდი ჯეიმს ჰარდენს ეკუთვნოდა. მას სამმაგი დუბლი მინიმუმ 35 ქულით 29 წუთსა და 34 წამში აქვს შესრულებული.

📌 გარდა ამისა, ლუკა დონჩიჩი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში 35-ქულიანი სამმაგი დუბლი გააკეთა.

ასეთი მიღწევების ფონზე სლოვენიელი ნამდვილად არ იქნება უკმაყოფილო იმით, რომ დირკ ნოვიცკის რეკორდს ვერ შესწვდა. სწორედ გერმანელს ეკუთვნის დალასისთვის საუკეთესო შედეგი - 34 ქულა პირველ ტაიმში. დონჩიჩს შესვენებამდე 33 ქულა ჰქონდა.

📺 ვიდეო: ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლი სამ მეოთხედში

ლუკას გარდა, კარგ ფორმაშია კრისტაპს პორზინგისიც - ლატვიელმა 14 ქულით და 10 მოხსნით ზედიზედ მეოთხედ შეასრულა ორმაგი დუბლი, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი

გოლდენ სტეიტის კრიზისი კი არავის უკვირს, რადგან სტეფ კარის და კლეი ტომპსონის გარდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა კვლავ ვერ გამოიყენა დ’ანჯელო რასელი და დრეიმონდ გრინი. საუკეთესო ისევ ერიკ პასკალი იყო - 22 ქულით. თამაშის დროს იყო მომენტი, როცა დალასი გოლდენ სტეიტს სულაც 50-ქულიანი სხვაობით უგებდა.

ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ დალასი დასავლეთ კონფერენციაში 9 მოგებითა და 5 მარცხით მე-5 ადგილზეა, გოლდენ სტეიტი კი ბოლო ადგილზე რჩება (3-13).

📺 ვიდეო: დალასი 142:94 გოლდენ სტეიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები