Thumbnail

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-9 ტურში ბასკონიამ ვიტორიაში რუსულ ცსკა-ს უმასპინძლა და 80:70 დაამარცხა. ბასკონიას 4-5 ბალანსი აქვს და მე-10 ადგილზეა. რუსულმა კლუბმა მესამედ წააგო.  

თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, სწორედ მისმა თამაშმა ბოლო წუთზე განაპირობა ბასკონიას გამარჯვება. ქართველმა კაპიტანმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მან 32:10 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მის პასივშია 5 დაკარგვა. მატჩის MVP თორნიკე გახდა 23 კოეფიციენტით. 

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა მეტ ჯენინგმა 18:42 წუთში 7 ქულა ჩააგდო. 

23 ნოემბერს ბასკონია კვლავ რუსულ კლუბს ხვდება, ბოლოადგილოსან ზენიტს.

კომენტარები

ბოლო ამბები