Thumbnail

ისევ წაგება - დინამო თბილისი მარსელთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მარსელი 17:7 დინამო
  • შემდეგი თამაში აუტსაიდერ ჰანოვერთან 

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში დინამო თბილისის წყალბურთელთა გუნდი მარსელში ევროპის თასის შარშანდელ გამარჯვებულ მასპინძელთა გუნდთან დიდი ანგარიშით დამარცხდა - 7:17.

პირველი ორი მეოთხედი მარსელის უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგულმა კლუბმა პირველი ნახევარი 10:3 მოიგო. შემდეგ დინამომ ოდნავ გააუმჯობესა თამაშის ხარისხი, მარსელს კი თავი აღარ მოუკლავს- მესამე მეოთხედი 3:2 მოიგო, ბოლო კი - 4:2. 

B ჯგუფში დინამო თბილისს 5-დან 5 მარცხი აქვს, ლიგაზე ასეთი მხოლოდ ჰანოვერია. სწორედ ჰანოვერს მასპინძლობს შემდეგ ტურში ქართული კლუბი და პირველი გამარჯვების მოპოვების შანსი აქვს. ეს შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართება.

მარსელი 17:7 დინამო

დინამო: შუბლაძე, ვაპენსკი (2), ელაჩა (2), მაგრაქველიძე (1), ცრეპულია, ბარალდი, იმნაიშვილი (1)
სათ: დადვანი, შუშიაშვილი (1), რაზმაძე, ბითაძე, ბაღათურია, ჯახაია
მთ. მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე

კომენტარები

ბოლო ამბები