Thumbnail

ავსტრალიას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ახალზელანდიელი გლაზგოდან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავსტრალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
  • მაიკლ ჩეიკა ავსტრალიის ნაკრებში დეივ რენიმ შეცვალა

ავსტრალიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მათ დეივ რენი გაწვრთნის, რომელიც ამჟამად გლაზგო უორიორსის დამრიგებელია. დეივ რენიმ ავსტრალიის ნაკრებში მაიკლ ჩეიკა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ინგლისთან დამარცხების შემდეგ დატოვა.

მან ავსტრალიის რაგბის კავშირთან 3-წლიანი კონტრაქტი დადო. რენი მუშაობას 2020 წლის ივლისიდან დაიწყებს და 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.

ახალზელანდიელი მწვრთნელი 2008-2010 წლებში ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა და სამი წლის განმავლობაში 20-წლამდელთა შორის სამივე მსოფლიო თასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები