Thumbnail
  • ბელგიის ნაკრების მეტოქეები ევრო 2020-ის ჯგუფში წილისყრამდე გაირკვა
  • მანჩესტერ სიტის 28 წლის ბელგიელ ნახევარმცველს ეს ძალიან არ მოსწონს 

მანჩესტერ სიტისა და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბელგიელთა მეტოქეები უკვე ცნობილია. 

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისწყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში გაიმართება, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ბელგიის ნაკრები B ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად რუსეთი და დანია, ასევე უელსი-ფინეთის წყვილიდან ერთ-ერთი ეყოლება.

მეტი ამ თემაზე: თუ ევრო 2020-ზე გავალთ - საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ფინალურ ეტაპზე

"ეს სირცხვილია. ჩემთვის ეს ტურნირის დამახინჯებაა. ფეხბურთი სულ უფრო ბიზნესი ხდება", - აქვეყნებს დე ბრუინეს ნათქვამს ჰოლანდიური მედია.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი უეფას წევრი 12 ქვეყნის 12 ქალაქში ჩატარდება

კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე, რომელიც მომავალი წლის 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, 24 ნაკრები ითამაშებს. საგზურის 20 მფლობელის ვინაობა ცნობილია, დარჩა 4 ადგილი, რომლისთვისაც 16 ნაკრები, მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდი, მარტში დაგეგმილ პლეი ოფში იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები