Thumbnail
  • გოჩა სვანიძის კომენტარი სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრების მატჩზე
  • ''ბორჯღალოსნები'' სამხრეთ აფრიკას 18 ივლისს შეხვდებიან

საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ისტორიულ ტესტ-მატჩს ჩაატარებს. ეს ინფორმაცია სამხრეთაფრიკელთა რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

საქართველოს სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნებიდან ტესტ-მატჩი მხოლოდ არგენტინასთან ჰქონდა. ''ბორჯღალოსნების'' სამხრეთ აფრიკას პირველად შეხვდებიან. მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონებთან საქართველო მეორედ ითამაშებს. 2015 წელს ქართველი მორაგბეები ახალ ზელანდიას შეხვდნენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის გასამართ ტესტ-მატჩზე კომენტარი გააკეთა.

გოჩა სვანიძე: მოხარულები ვართ ამ შესაძლებლობით და მინდა მადლობა გადავუხადო სამხრეთაფრიკულ მხარეს და მსოფლიო რაგბის მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონს სამხრეთ აფრიკაში ვეთამაშებით, რაც დიდი პატივია. 

მოლაპარაკებები მსოფლიო თასის მსვლელობისას გვქონდა და ჯენტლმენურ შეთანხმებასაც იაპონიაში მივაღწიეთ, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა. სამხრეთ აფრიკელები კეთილგანწყობილნი არიან ჩვენს მიმართ და შეთანხმებასაც მარტივად შედგა. ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო თამაშს იხილავს, რადგან ორივე გუნდი დაახლოებით ერთი სტილის მიმდევარია. არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ადგილობრივ კლუბებსაც ვეთამაშოთ, რაც ჩვენს ტურნეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები