Thumbnail

'ჩაკვეტაძეს მისი შემადგენლობიდან ამოგდება გაუჭირდება' - გენტის ყოფილი თავკაცი 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენტის ყოფილი თავკაცი ჯონათან დევიდსა და გიორგი ჩაკვეტაძეზე
  • რა მოხდება, როცა გიორგი მოედანს დაუბრუნდება

Het Nieuwsblad-თან ინტერვიუში გენტისა და ანდერლეხტის ყოფილმა თავკაცმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდის 19 წლის კანადელ ტალანტ ჯონათან დევიდზე ისაუბრა.

ჩაკვეტაძის არყოფნაში გენტის ლიდერობა საკუთარ თავზე სწორედ დევიდმა იკისრა და ბრწყინვალედაც ათამაშდა. ვანჰაზებრუკი მიიჩნევს, რომ დევიდი 20 მილიონ ევროდ ან მეტადაც გაიყიდება. 

ვანჰაზებრუკი 2014-2017 წლებში წვრთნიდან გენტს: "2017-ში დევიდი შემოგვთავაზეს. ხშირად ხდება, რომ სკაუტებიც ცდებიან ხოლმე ფეხბურთელის შეფასებაში, მაგრამ დევიდი ნამდვილი ტალანტი იყო. 

ეს ის ისტორიაა, როდესაც ერთს პრობლემა აქვს, მეორეს კი შანსი ეძლევა და მას იყენებს. ასე მოხდა ჩაკვეტაძისა და დევიდის შემთხვევაში. ჩაკვეტაძის მძიმე ტრავმის გამო, წელს მას შანსი მიეცა. ეს, რომ არ მომხდარიყო, დევიდს თავისი შანსის ცდა კიდევ დიდხანს მოუწევდა.

გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დევიდი

რა მოხდება, როცა გიორგი მოედანს დაუბრუნდება? ტალანტი უკვე გამოვიდა სააშკარაოზე, ის უკვე რადარებზეა. ასევე, მისი შეცვლა ახლა უკვე რთული იქნება. დევიდი ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია ჩემპიონატში. მას აქვს 5-დან 5 - მოწადინება, სისწრაფე, ტექნიკა, აზროვნება და მენტალიტეტი. 

ასეთი ფეხბურთელი ჩვეულებრივ 20 მილიონი ევრო ღირს. გენტი თუ რამდენიმე ეტაპს გაივლის ევროთასებზე, მეტიც", - ამბობს 55 წლის ბელგიელი სპეციალისტი. 

კომენტარები

ბოლო ამბები