Thumbnail

9 მედალი მინსკიდან - სამბისტების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

  • 9 მედალი ბელორუსიიდან
  • ორი ოქრო, ერთი ვერცხლი, ექვსი ბრინჯაო
  • ქართველთა წარმატებული გამოსვლა პრეზიდენტის თასზე

მინსკში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი სამბოში, რომელშიც ქართველმა სამბისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. ქართულმა დელეგაციამ 9 მედლის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ცხრა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ცხრავე კატეგორიაში შეძლეს მედლების აღება. ტურნირი ორდღიანი იყო, ოქროს მედლები პაატა ღვინიაშვილმა (-90 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) მოიგეს.

პირველ საჭიდაო დღეს მედლები მოიპოვეს : ელენე ქებაძემ, ვერცხლის მედალი აიღო +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში. პაატა ღვინიაშვილმა, ოქროს მედალი -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. გენადი ჩირგაძემ (-62კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100კგ) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

მეორე საჭიდაო დღეს მედლები მოიპოვეს : ნინო ოძელაშვილი (-80კგ), გივი ნადარეიშვილი (-57კგ), მინდია ლილუაშვილი (-68კგ), ლევან ნახუცრიშვილი (-82კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. დავით ლორიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

23-24 მარტს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები