- Indianapolis Star-მა ინდიანას პირველი ოთხი კვირა შეაფასა
- გოგა ბითაძის თამაშით მწვრთნელი კმაყოფილია
ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარული სეზონი ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოლადიპოს გარეშე დაიწყო, თუმცა შარშანდელი შედეგი მაინც გაიმეორა - 8-6 ბალანსით. Indianapolis Star-მა სტატია მიუძღვნა იმის გამოკვლევას, თუ, როგორ შეძლო ულიდეროდ დარჩენილმა გუნდმა ამის მიღწევა.
ახლა ინდიანას უქმეებამდე თამაშები არ აქვს და ჯერემი ლემბი, ტი ჯეი მაკონელი და, შესაძლოა, მალკომ ბროგდონიც უბრუნდება. გუნდი ზედიზედ 4 მატჩს ითამაშებს შინ: ორლანდოს, მემფისის, იუტასა და ატლანტას წინააღმდეგ.
ინდიანა უკეთ იცავს თავს და ხსნის ბურთებს საკუთარ ფარზე, ვიდრე გასულ სეზონში.
Indianapolis Star იმ კალათბურთელებს ახასიათებს, რომელთაც ნაკლებად ელოდნენ, რომ ამ სეზონში დიდ წვლილს შეიტანდნენ პეისერსის წარმატებაში, თუმცა ისინი ამას ახერხებენ. მათ შორის 20 წლის ქართველი ახალწვეული გოგა ბითაძეა.
"ერთადერთი, რაც საჭიროა, მან უნდა გააგრძელოს "ვერტიკალურად" თამაში და პეისერსის ფარი "ჩაიკეტება". ახალწვეულის კარგ თამაშს შესაბამისად ვერ ასახავს სტატისტიკა.
მეტი ამ თემაზე:
- 'სხვა გუნდში რომ იყოს, მეტს შეძლებდა' - ბითაძე NBA-ს რჩეულ ახალწვეულებში
- გაქცევა გოგა ბითაძის ჩატენვით - ინდიანამ ბრუკლინში მოიგო
ბითაძემ დროის მცირე მონაკვეთში ისწავლა ვერტიკალურად თამაშის წესები, რომ არ მიიღოს უაზრო ფოლები. მისი პასები ფარქვეშ აღფრთოვანებას იწვევს. მისმა მოქმედებამ მესამე მეოთხედში ბრუკლინის "გაქცევა" ჩაშალა.
გოგა ბითაძე ყოველ 36 წუთში საშუალოდ ბლოკებით NBA-ში პირველ ადგილზეა - 3.7
ბითაძის დაცვის სიმტკიცე მრავალმა მეტოქემ გამოცადა, მაგრამ ამან ვერ იმუშავა - "ჩვენ გვსურს, ჩვენმა მაღლებმა მოიგონ ფარი. ისინი ამას აკეთებენ. ისინი ჩვენს სქემებს ისე ასრულებენ, ჯარიმებსაც არ იღებენ", - თქვა ინდიანას მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა. გოგას ამ თამაშში 16 წუთში 3 ბლოკი ჰქონდა (ზოგიერთი წყარო მართლაც 3 ბლოკს უთვლის, ოფიციალური - 2-ს), მაილს ტერნერს 3 და საბონისს - 2.
გოგა ბითაძე ყოველ 36 წუთში მოხსნებით საშუალოდ ახალბედებს შორის მე-2 ადგილზეა - 9.4.
ეს პეისერსი ბევრად სჯობს იმ გუნდს, რომელმაც სეზონი დაიწყო და გუნდს კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია", - წერს გამოცემა.
კომენტარები