Thumbnail
  • საქართველოს რაგბის ნაკრებს ‘ქურციკებთან’ ერთადერთხელ უთამაშია
  • სამხრეთ აფრიკასთან მატჩი გაისად ივლისში ჩატარდება

საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ისტორიულ ტესტ-მატჩს ჩაატარებს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ აფრიკელთა რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ირკვევა, “ქურციკები” “ბორჯღალოსნებს” 2020 წლის ივლისის ტესტების დროს უმასპინძლებენ. სამხრეთ აფრიკის ნაკრები 4 და 11 ივლისს შოტლანდიას დაუხვდება, საქართველოსთან ტესტი კი 18 ივლისს დაიგეგმა.

თუ რომელ ქალაქებში ჩატარდება აღნიშნული თამაშები, ჯერჯერობით, უცნობია.

📆 Springbok fixtures for July 2020 out! 👀 Who will be first to face the RWC champs? 🏉 New opponents welcomed for the first time

Posted by Springboks on ოთხშაბათი, 20 ნოემბერი, 2019

ცნობისთვის, “ქურციკებს” და “ბორჯღალოსნებს” ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე უთამაშიათ და მაშინ აფრიკელებმა 46:19 იმარჯვეს.

ქართველებისთვის ის სადებიუტო მსოფლიო თასი იყო და ცხადია, პირველი ლელოც მაშინც დავდეთ (თავი დავით დადუნაშვილმა გამოიჩინა), “ქურციკთა” რიგებიდან კი, თამაში ყველაზე კარგად ნაკრების მომავალ კაპიტან სხალკ ბურგერს უნდა ახსოვდეს, რომელმაც მაშინ ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშა და ლელოც მიითვალა.

მომავალი ტესტი საქართველოს და სამხრეთ აფრიკის სარაგბო კავშირების კარგი ურთიერთეობის გამოძახილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებიც ჩამოვა და ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებთან” ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი სწორედ აფრიკელთა ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ მატჩში მათ ინგლისს 32:12 მოუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები