Thumbnail

'მოედანს რამდენიმე კვირაში დავუბრუნდები' – კაკაბაძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მცველი ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა
  • ოთარ კაკაბაძე ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად იქნება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვარჯიშს რამდენიმე კვირაში განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძემ ტრავმა გუშინ ხორვატიაში გამართულ მატჩში მიიღო და 39-ე წუთზე მინდორი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

“ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო, წლის ბოლო თამაში ვერ დავასრულე. მოედანს რამდენიმე კვირაში დავუბრუნდები. ახალი იმედებით და დიდი მოტივაციით. წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია!”, - დაწერა ქართველმა ფეხბურთელმა.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრებს დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდი არჩევანი არ აქვს, ოთარის შესახებ ახალ ინფორმაციას ყველა მოუთმენლად ელოდა და სასიხარუალო, რომ მისი დაზიანება სერიოზული არ გამოდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები