- უელსი 2:0 უნგრეთი
- უელსელებმა რემზის დუბლით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს
უელსის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში უნგრეთს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. უელსელთა ორივე გოლი ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა, აარონ რემზიმ გაიტანა. მან პირველად მე-15 წუთზე გამოიჩინა თავი, როდესაც გარეთ ბეილის ჩაწოდების შემდეგ ბურთი თავური დარტყმით უნგრეთის კარში გადაგზავნა.
რემზიმ მეორედ თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა და უელსი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ბრიტანული ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. წინა ევროპის ჩემპიონატზე უელსმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და იქ პორტუგალიასთან დამარცხდა.
უელსმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, პირველ პოზიციაზე უელსის ჯგუფში ხორვატია გავიდა, რომელმაც ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს 2:1 სძლია.
სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ჰოლანდიის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებების შთამბეჭდავი მოგებები.
ჰოლანდია 5:0 ესტონეთი
გოლები: 1:0, 3:0, 4:0 ვეინალდუმი (6, 66, 78), 2:0 აკე (18), 5:0 ბოადუ (87)
გერმანია 6:1 ჩრდილოეთ ირლანდია
გოლები: 1:1, 3:1, 4:1 გნაბრი (19, 47, 60), 2:1, 5:1 გორეტცკა (43,73), 6:1 ბრანდტი (90)
სლოვაკეთი 2:0 აზერბაიჯანი
გოლები: 1:0 ბოჟენიკი (19), 2:0 ჰამშიკი (86)
პოლონეთი 3:2 სლოვენია
გოლები: 1:0 შიმანსკი (3), 1:1 მატავჟი (14), 2:1 ლევანდოვსკი (54), 2:2 ილიჩიჩი (61), 3:2 გორალსკი (81)
ლატვია 1:0 ავსტრია
გოლი: ოშსი (65)
ჩრდილოეთ მაკედონია 1:0 ისრაელი
გოლი: 1:0 ნიკოლოვი (45)
ბელგია 6:1 კვიპროსი
გოლები: 0:1 იოანუ (14), 1:1, 6:1 ბენტეკე (16,67), 2:1, 3:1 დე ბრუინე (35,41), 4:1 კარასკო (44), 5:1 კრისტოფორუ (ავტოგოლი 51)
სან მარინო 0:5 რუსეთი
გოლები: 0:1 კუზიაევი (3), 0:2 პეტროვი (19), 0:3 მირანჩუკი (49), 0:4 იონოვი (56), 0:5 კომლიჩენკო (78)
შოტლანდია 3:1 ყაზახეთი
გოლები: 0:1 ზაინუტდინოვი (34), 1:1, 3:1 მაკგინი (48, 90), 2:1 ნეისმიტი (64)
კომენტარები