Thumbnail

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უნგრეთი 16:5 საქართველო
  • ესპანეთი 11:5 საქართველო
  • რუმინეთი 5:5 საქართველო
  • საფრანგეთი 10:4 საქართველო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის თასის პირველ გათამაშებაში წარუმატებლად იასპარეზა.

რევაზ ჩომახიძის გუნდი A ჯგუფში უნგრეთს, საფრანგეთს, ესპანეთს და რუმინეთს უწევდა კონკურენციას.

საქართველოს ნაკრები ჯერ უნგრეთთან დამარცხდა 5:16, შემდეგ ესპანეთთან 5:11, მესამე სათამაშო დღეს კი ერთბაშად ორი შეხვედრა გამართა…

წყალბურთის გაკვეთილები უნგრელებისგან | დებიუტი სადებიუტო ევროპის თასზე

ქართველებმა ესპანელებსაც 5 გოლი გაუტანეს, მაგრამ...

ჩომახიძის გუნდი ჯერ რუმინეთის ნაკრებს შეხვდა და ფრეს მიაღწია, 5:5. საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი დამირ ცრეპულია იყო, რომლის ანგარიშზე ორი გოლია. თითო შედეგიანი დარტყმა მიხეილ ბაღათურიას, კონსტანტინე გეგელაშვილის და რევაზ იმნაიშვილის ანგარიშზეა.

იმავე საღამოს, საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და 4:10 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებიდან ამჯერად მარკო იელაჩა გამოირჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მიხეილ ბაღათურიას და ზურაბ რურუას ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა. 5-გუნდიანი ჯგუფიდან სუპერფინალში 3 გუნდი იასპარეზებს: უნგრეთი, საფრანგეთი და ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები