Thumbnail

სენსაციური ამბავი - ტოტენჰემმა მაურისიო პოჩეტინო გააძევა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ტოტენჰემმა პოჩეტინო გაუშვა
  • გადაწყვეტილების მიღების დრო უცნაურია, ლონდონელებს რამდენიმე დღეში თამაში აქვთ

ტოტენჰემმა სენსაციური გააწყვეტილება მიიღო და ორშაბათ საღამოს მაურისიო პოჩეტინო გააძევა. ტოტენჰემს ამ სეზონში პრემიერლიგაში საქმეები კარგად არ მისდის და პოჩეტინოს წასვლაზეც ბევრს წერდნენ, თუმცა ამ ამბავში ყველაზე უცნაური გადაწყვეტილების მიღების დროა. სანაკრებო პაუზა დასასრულს უახლოვდება და ლონდონელებს პოჩეტინოს გაშვება თუ სურდათ, ეს შეეძლოთ ერთი კვირით ადრე გაეკეთებინათ და ეს დრო ახალი მწვრთნელის მოსაძებნად გამოეყენებინათ. 

ლონდონელებმა ეს გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელად, ორშაბათ საღამოს მიიღეს და სულ რამდენიმე დღეში პრემიერლიგის ტური უწევთ. პოჩეტინო ტოტენჰემის უახლეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია და, დიდი ალბათობით, უგუნდოდ არ დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები