Thumbnail

მარადონამ ხიმნასია დატოვა - არგენტინელს მექსიკაში ეპატიჟებიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიეგო მარადონამ მე-7 სამწვრთნელო სამსახური დატოვა
  • არგენტინული ფეხბურთის ლეგენდას ისევ მექსიკურ კლუბს უკავშირებენ

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა ხიმნასია ლა პლატას დაემშვიდობა. მარადონა არგენტიული კლუბის მწვრთნელი აღარ არის. ის ხიმნასიაში 2 თვის განმავლობაში მუშაობდა.

დიეგოსთვის ხიმნასია პირველი არგენტინული კლუბი იყო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა. მარადონამ ხიმნასია ცხრილის ბოლო საფეხურიდან 2 ადგილით დააწინაურა. ლა პლატელები 22-ე ადგილზე არიან - მათ მარადონასთან ერთად 8-დან 3 თამაში მოიგეს და 5 შეხვედრა წააგეს.

მარადონამ სამშაბათს გადაწყვიტა, რომ ვარჯიში აღარ ჩაეტარებინა და კლუბიდან წასულიყო, რის გამოც ხიმნასიამ მასთან სამუშაო კონტრაქტი გაწყვიტა. როგორც ამბობენ, შესაძლოა, დიეგო მექსიკაში დაბრუნდეს, სადაც მეორელიგელ დორადოს დე სინილიას წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები