Thumbnail
  • რიგა 64:68 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის 8 ქულა და 6 მოხსნა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარმა ლატვიაში რიგა 68:64 დაამარცხა. ესპანური კლუბი C ჯგუფის ლიდერია 6-დან 6 გამარჯვებით.

ტენერიფე ახლოს იყო სეზონში პირველ მარცხთან, თუმცა ბოლო მეოთხედი გუნდმა 26:9 მოიგო. 

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო. 20:29 წუთში მან გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოუტანა (მარგი ქმედების კოეფიციენტი - 12). გაბრიელ ლუნდბერგმა 15 ქულა ჩააგდო, 10-10 დერიონ ეტკინსისა და დანი დიესის ანგარიშზეა. 

მე-7 ტურში შერმადინის გუნდი 3 დეკემბერს კანარის კუნძულებზე ბამბერგთან ითამაშებს და I წრეც დასრულდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები