Thumbnail

'იდეალური თამაში დებიუტანტისთვის' - ფრანგული მედია აბჟანდაძეს აფასებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თედო აბჟანდაძემ ჩელენჯ ქაფის სადებიუტო მატჩში 10 ქულა დააგროვა
  • ქართველმა მორაგბემ პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი

ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში ბრივმა სტად ფრანსეს 27:11 მოუგო. ბრივის რიგებში ექვსმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა: კარლენ ასიეშვილმა, ოთარ გიორგაძემ, ვასილ ლობჟანიძემ, ლუკა ჯაფარიძემ, თედო აბჟანდაძემ და ვანო კარკაძემ.

გიორგაძემ და ლობჟანიძემ ლელოები დადეს, რომლებიც აბჟანდაძემ გარდასახა. თედომ ასევე 2 ჯარიმის გატანა შეძლო და მატჩი 10 ქულით დაასრულა. lamontagne.fr თედო აბჟანდაძის დებიუტს გამოეხმაურა და ქართველი მორაგბის მატჩი შეაფასა.

lamontagne.fr: "თედომ ბრივში პირველი ოფიციალური მატჩისთვის იდეალურად ითამაშა. ქართველს სრულყოფილი დებიუტი ჰქონდა. ესპუარებში თამაშის შემდეგ, მან უკვე დიდ რაგბიშიც საკმაო დრო მიიღო. თედოს ინიციატივა ხშირად საკუთარ თავზე არ აუღია, მაგრამ ერთ-ერთ მომენტში საოცრად ითამაშა, როდესაც ფეხით დაარტყა და სეტარეკი ბიტუნიატა მოძებნა".

ფრანგულ პრესასთან კომენტარი თედო აბჟანდაძემაც გააკეთა, რომელმაც მოგებულ შეხვედრასა და ბრივში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

თედო აბჟანდაძე: "ბრივში ეს ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყო, პირველად დავიწყე ძირითად შემადგენლობაში. რაც მთავარია, შეხვედრა სტუმრად გავმართეთ და მოვიგეთ. ვცდილობდი თამაშის გეგმა გამეთვალისწინებინა, მაგრამ ხანდახან სხვა სტილშიც ვთამაშობდი.

ამ კვირაში ჩვენს სისტემაზე ბევრი ვიმუშავე და კარგია, რომ თამაშის განსაზღვრა შემიძლია. თავს კარგად ვგრძნობ და გუნდში ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგანაც ბრივში ძალიან ბევრი ქართველი ვართ".

კომენტარები

ბოლო ამბები