Thumbnail

- 16 ! ბასილაშვილის დიდი რეგრესი რეიტინგში, ფედერერი ოფიციალურად პირველია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ATP-ის ახალი რეიტინგ-ლისტი ცნობილია, როჯერ ფედერერი ოფიციალურად პირველია.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 77-ე ჩოგანი გახდა.

ATP-იმ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2012 წლის ნოემბრის მერე პირველ ადგილზე შვეიცარიელი როჯერ ფედერერია. ლეგენდარულ ჩოგბურთელს 10 105 ქულა აქვს. ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია რეიტინგის სათავეში.

ფედერერმა პირველობა რაფა ნადალს წაართვა, ესპანელ ჩოგბურთელს 9 760 ქულა აქვს. მესამეზე რჩება მარინ ჩილიჩი - 4 960 ქულა.

როტერდამში როჯერ ფედერერმა კარიერაში 97-ე ტიტული მოიგო

სამწუხაროდ, დიდი რეგრესი აქვს რეიტინგში საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც ერთბაშად 16 პოზიცია დაკარგა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი საუკეთესო მიღწევა მსოფლიოს 51-ე ჩოგნობაა, იგი ამ პოზიციაზე შარშან ივნისში იმყოფებოდა. 

უკან დახევის მიზეზი ნიუ იორკ ოუფენზე პირველივე წრეში დუდი სელასთან დამარცხებაა. ქართველმა ნიუ იორკში შარშანდელი ქულები ვერ დაიცვა. ბასილაშვილი დერლეი ბიჩის ტურნირში ასპარეზობს, სადაც ასევე დასაცავი აქვს ქულები. პირველ წრეში (20 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე ჩვენი დროით) იგი ამერიკელ სტივ ჯონსონს (51) ეთამაშება.

სამაგიეროდ, ბასილაშვილს თითქმის 500-ადგილიანი წინსვლა აქვს წყვილების რეიტინგში, სადაც 397-ე ჩოგანია. ამის მიზეზი ნიუ იორკის ტურნირის წყვილთა თანრიგში კარგი თამაშია. მან მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად ტურნირის ნახევარფინალში გააღწია. 

WTA-ს წყვილთა რეიტინგში ოქსანა კალაშნიკოვა 55-ე პოზიციაზეა, მან 1 საფეხურით დაიხია უკან.

► როჯერმა ტახტი დაიბრუნა | 36 წლის ასაკში ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანია

► როგორ დაბრუნდა ფედერერი - 36 წლის და კვლავ მწვერვალზე

კომენტარები

ბოლო ამბები