Thumbnail
  • მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ იუვენტუსში არ იმუშავებს
  • ფრანგი ტურინულ გრანდს კილიან მბაპეს შეძენას ურჩევს
  • მან პაულო დიბალა ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს შეადარა

იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა ‘ტუტოსპორტმა’ უეფას ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც იცით, ფრანგი იუვენტუსის ლეგენდაა და ბოლო დღეებში რამდენიმე იტალიური გამოცემა წერდა, რომ პლატინი, შესაძლოა, ტურინულ გრანდში დაასაქმონ.

“ტურინელებმა რამდენჯერმე მკითხეს, რას ვფიქრობ იუვენტუსში მუშაობაზე, მაგრამ ერთსა და იმავე სასიყვარულო ურთიერთობაში ორჯერ არ შევდივარ,” - განაცხადა პლატინიმ, რომელიც 80-იან წლებში იუვეს ლიდერი იყო. მიშელი ტურინული გრანდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ათი ნომერია, ახლა კი ეს ნომერი იუვეში პაულო დიბალას აქვს. მიშელმა არგენტინელზეც ილაპარაკა.

'რობერტო ბაჯოს და ალესანდრო დელ პიეროს დიბალა ჩემზე მეტად ჰგავს' - მიშელ პლატინი

“ჩემი აზრით, რობერტო ბაჯოს და ალესანდრო დელ პიეროს დიბალა ჩემზე მეტად ჰგავს. იუვენტუსის ყოფილი პლეიმეიქერებიდან მე ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანი მგავდა. ზიზუ და მე უფრო ნახევარმცველები ვიყავით, ბაჯო და დელ პიერო კი - უფრო ფორვარდები. ასეთია პაულო დიბალაც - მის თამაშში დიდებული ხარისხი იგრძნობა და ყველაფერს ისე სწრაფად აკეთებს, როგორც ბაჯო აკეთებდა,” - აღნიშნა პლატინიმ.

წაიკითხეფეხბურთის ტრაგიკული გენია - რობერტო ბაჯო

გარდა ამისა, იუვეს ლეგენდამ ტურინულ გრანდს კილიან მბაპეს შეძენა ურჩია: “მბაპე არის ფეხბურთელი, რომელიც ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ფეხბურთის ახალი მეფე იქნება. ნეიმარიც მომწონს, მაგრამ მბაპე სხვაა! კილიანი მომავალი 10 წლის სუპერვარსკვლავია. თუ მკითხავენ, ვინ უნდა შეიძინონ, პირდაპირ ვეტყვი: კილიან მბაპე. არ ვიცი, რამდენად შეუძლია იუვენტუსს იმ ფულის გადახდა, რაც მბაპე ღირს, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ მისი ფასი მხოლოდ მოიმატებს,” - მიაჩნია პლატინის.

კომენტარები

ბოლო ამბები