Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 19 ნოემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ამჯერად 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,5-ია. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, ჰოლანდიის ნაკრების 4,5-ზე მეტი გოლს აქვს ესტონეთთან მატჩში - 2,65. კიდევ ორი მატჩი მეორე ბუნდესლიგიდანაა.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ორი შეხვედრა მომწონს პარასკევის მატჩებიდან მეორე ბუნდესლიგაში. პირველი ბოხუმი-ოსნაბრუკია. ბოხუმი ისეთი უცნაური გუნდია, შინ ჩატარებული ყველა მატჩი, ერთის გარდა, დასრულებული აქვს ფრედ - 2:2, 3:3, 2:2, 3:3... არ ვიცი, ვის მოუგებს, ვისთან ფრედ ითამაშებს, მაგრამ ორი გოლი ყველასთან გააქვს. ერთადერთი მატჩი არა მეორე ბუნდესლიგის, რომელშიც ვერ გაიტანა ორი გოლი, იყო თასზე. მაგრამ გაიტანა ერთი გოლი და იგებდა 1:0-ს - მიუნხენის ბაიერნთან. რა გასაკვირია, რომ ოსნაბრუკს 2 გოლი გაუტანოს? 

და მეორე თამაში მეორე ბუნდესლიგაში - აუე-სანკტ პაული. ეს აუე მშვენივრად თამაშობს, ყოველ შემთვევაში - 20 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება ამ გუნდების დაპირისპირების ისტორიას, სანკტ პაულს 2013 წლის შემდეგ არ მოუგია და იქამდეც აუე ან უგებდა, ან ფრე იყო. სულ ერთხელ აქვს მოგებული სანკტ პაულს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში აუესკენ უნდა გადავიხარო. როგორც წესი, მეორე ბუნდესლიგაში კარგ გუნდებს 2 გოლის გატანის უნარი შესწევთ და ავიღებ აუეს 1,5-ზე მეტ გოლს.

ჩემი ბოლო თამაში ჰოლანდია-ესტონეთი იქნება. კარგა ხანია, ჰოლანდიელებს ხმაურიანი, ლამაზი თამაში არ უთამაშიათ, რომ ვიღაცას გადაურბინეს. არადა, იციან 7:0-ები და ა.შ. ესტონეთზე კარგი მოსაგები გუნდი კი, არა მგონია და ვიტყვი, რომ ჰოლანდიელები დღეს 5 გოლს გაიტანენ.     

"იმედის ფსონის" სტუმარი ბიძინა ბარათაშვილი იყო, რომელმაც 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით - 9,4.  

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 13,1 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები