Thumbnail
  • ჰოლანდიელმა მატეის დე ლიხტის პრობლემებზე ისაუბრა
  • კლუივერტის აზრით, მისთვის ბარსელონაში ტრანსფერი აჯობებდა

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა გოლეადორმა პატრიკ კლუივერტმა, რომელიც ახლა ბარსელონას აკადემიის დირექტორია, მატეის დე ლიხტზე ისაუბრა. 43 წლის ჰოლანდიელი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მცველი ტურინის იუვენტუსში გადასვლას ნანობს. კლუივერტის თქმით, დე ლიხტი ახლა ხვდება, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, კარიერა ბარსელონაში გაეგრძელებინა.

როგორც იცით, ფრენკი დე იონგთან ერთად, კატალონიურ გრანდს დე ლიხტის შეძენაც ძალიან სურდა, მაგრამ ჰოლანდიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა გადაწყვეტილება იუვეს სასარგებლოდ მიიღო. ტურინში დე ლიხტს პრობლემები აქვს - იგი იტალიურ ფეხბურთს და დაცვის ხაზის თამაშის იტალიურ სტილს ვერ ეგუება.

წაიკითხერა სჭირს დე ლიხტს? კატასტროფული სტარტის მიზეზები

“დე ლიხტთან მოლაპარაკებები პირადად მე არ მიწარმოებია, თუმცა ვაღიარებ, რომ მას ბარსაში გადმოსვლაზე ვესაუბრე და ავუხსენი, რა პლუსი ექნებოდა მისთვის ბარსელონაში თამაშს. ჩამოვუთვალე ჩვენი კლუბის და ქალაქის ყველა პოზიტიური ასპექტი,” - განაცხადა კლუივერტმა მუნდო დეპორტივოსთან ინტერვიუში.

პატრიკ კლუივერტი ბარსელონას აკადემიის დირექტორია

მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც დე ლიხტს სერია A-ში აქვს, კლუივერტს იგი უნიჭიერეს მცველად მიაჩნია და ფიქრობს, რომ მატეისს შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდეს: “დე ლიხტი ერთ-ერთი საუკეთესო იმ ახალგაზრდებს შორის, ვისი თამაშიც მინახავს. მან ეს წინა სეზონში 100 პროცენტით დაამტკიცა. მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითონაც ნანობს. ცხოვრება გადაწყვეტილებებისგან შედგება - ხან სწორ არჩევანს გააკეთებ, ხანაც შეცდომას დაუშვებ. მთავარია, შეცდომებზე ისწავლო,” - დასძინა კლუივერტმა, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები ამსტერდამის აიაქსში, მილანსა და ბარსელონაში აქვს გატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები