Thumbnail
  • პსჟ-ს პრეზიდენტს ლიდს იუნაიტედის შეძენა სურს
  • ნასერ ალ-ხელაიფის ინგლისური კლუბის მფლობელთან კარგი ურთიერთობა აქვს 

ESPN-ის ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი და QSI-ის (Qatar sports investments) მფლობელი ნასერ ალ-ხელაიფი ჩემპიონშიპის კლუბ ლიდს იუნაიტედის შეძენას აპირებს.

ინგლისური კლუბის მფლობელი ანდრეა რედრიზანი ნასერის ახლო მეგობარია. ისინი სატელევიზიო არხებს beIN Sport-ს და Eleven Sports-ს ფლობენ და ხშირი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. გავრცელებული ინფორმაციით, მათ წარსულში რამდენიმე პროექტში ითანამშრომლეს, ახლა კი მოლაპარაკებები ლიდს იუნაიტედისთვის მიდის.

ნასერ ალ-ხელაიფი ნეიმართან ერთად

ანდრეამ 2017 წლის მაისში 45 მილიონი ევრო გადაიხადა, რათა ლიდსის ერთპიროვნული მფლობელი გამხდარიყო. იგი ცდილობს, ამ თანხაზე გაცილებით მეტი მიიღოს ალ-ხელაიფისგან, რაც მოლაპარაკებებს ართულლებს, თუმცა ორივე მხარე მიიჩნევს, რომ საბოლოოდ შეთანხმება წარმატებულად დასრულდება და შედგება.

ინგლისურ კლუბს უკვე აქვს ყატართან გარკვეული კავშირი. ისინი დოჰას საფეხბურთო აკადემიასთან თანამშრომლობენ, სადაც ლიდსის ახალგაზრდული გუნდი სავარჯიშოდ და ტურნირებში მონაწილეობისთვის ჩადის. კლუბის მფლობელი კი აქტიურად არის ჩართული ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქველმოქმედო საქმიანობაში.

ლიდსის მფლობელი ანდრეა რედრიზანი

QSI-ის დიდი ხანია სურს ინგლისში კლუბი შეიძინოს. კომპანია აკვირდებოდა ქუინზ პარკ რეინჯერსს, თუმცა საბოლოოდ ლიდსი გადაწყდა, რადგან ისინი უკეთეს ფორმაში არიან და პრემიერლიგაში დაწინაურების კარგი შანსი აქვთ .

ლიდსი ამ დროისთვის 31 ქულით ჩემპიონშიპის მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ ვესტ ბრომვიჩს 2 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები