Thumbnail

ხელბურთი | 4 ქართული გოლი ევროტურნირებზე

  • ველენიე (სლოვენია) 24-19 მეტალურგი (მაკედონია)
  • ჭანტურიამ სამი გოლი გაიტანა, ხოლო კბილაშვილმა ერთი

რევაზ ჭანტურიას და ირაკლი კბილაშვილის კლუბი, სკოპიეს მეტალურგი EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში 19-24 დამარცხდა სლოვენიაში, ველენიესთან. საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს გამართება მაკედონიაში.

ორი მატჩის გამარჯვებული გავა რანგით მეორე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. სლოვენიაში, ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. კბილაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა და თავი 3 გატანილი ბურთით გამოიჩინა.

მეტალურგმა პირველი ტაიმი 11-10 მოიგო, შესვენების შემდეგ კი სწრაფად ჩამორჩა მასპინძელ გუნდს და 19-24 დამარცხდა, თუმცა, საპასუხო მატჩში შანსებს ინარჩუნებს.

ველენიე (სლოვენია) 24-19 მეტალურგი (მაკედონია)

მეტალურგი: დუპიაჩანეცი, გიორგიესკი - ტანკოსკი 4, ჭანტურია 3, მარიჩი 3, პოპოვიჩი 3, სერაფიმოვი 3, კბილაშვილი 1, იაგურინოვსკი 1, ლაზარევსკი 1, არსენოვსკი, დოდიჩი, კონდევი, მარკოსკი, მლადენოვიჩი, შილეგოვი

ქართველი ხელბურთელების გოლები

ველენიე - მეტალურგი, EHF თასი

4 ქართული გოლი ევროტურნირებზე რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის კლუბი, სკოპიეს მეტალურგი EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში 19-24 დამარცხდა სლოვენიაში, ველენიესთან. საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს გამართება მაკედონიაში. მეტი: https://www.geohandball.ge/2101

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები