Thumbnail
  • არგენტინა-ურუგვაის მატჩში ლიონელ მესი და ედინსონ კავანი შეკამათდნენ
  • ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
  • პსჟ-ის ფორვარდმა ბარსას ლიდერს ჩხუბი შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო

თელ ავივში გამართული ამხანაგური მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ლიონელ მესისა და ედინსონ კავანის შორის კონფლიქტი მოხდა.

პირველი ტაიმის მიწურულს არგენტინელთა კაპიტანს ფეხებში მოარტყეს. გამწარებულმა ლეომ იქვე მყოფ ურუგვაელთა ფორვარდს აგრესიულად მიმართა. ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა მოედანზევე დაიძაბა და შემდეგ ის შესვენებაზეც გაგრძელდა. 

როგორც ესპანური მედია იუწყება, კავანიმ მესის ურთიერთობის მუშტი-კრივით გარკვევა შესთავაზა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: "როდესაც გინდა". 

დაპირისპირებული მესი და კავანი ურუგვაელთა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გააშველა, რომელიც ბარსელონაში ლიონელის თანაგუნდელია.

ლეოს დაშოშმინებაზე ლუის სუარესმა იზრუნა

არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ამ მატჩში ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი სწორედ ლიონელ მესიმ დააფიქსირა. 

კომენტარები

ბოლო ამბები