Thumbnail
  • დალას მავერიკსი 117:110 სან ანტონიო სპურსი
  • ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლი 42 ქულით
  • 20 წლის სლოვენიელისთვის ეს ახალი რეკორდია

ლუკა დონჩიჩმა ეს კიდევ ერთხელ შეძლო!

დალას მავერიკსის ვარსკვლავს NBA-ში მორიგი ბრწყინვალე დღე ჰქონდა - სლოვენიელმა სან ანტონიოსთან 117:110 მოგებულ მატჩში 42 ქულით კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და გარდა ამისა, 12 პასით და 11 მოხსნით სამმაგი დუბლი შეასრულა. ეს დონჩიჩის მე-6 სამმაგი დუბლია ამ სეზონში (სულ 13 თამაში).

დონჩიჩი გახდა დალასის პირველი მოთამაშე, რომელმაც მინიმუმ 40-ქულიანი სამმაგი დუბლი შეასრულა და მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ეს შეძლო. 21 წლამდე კალათბურთელებს შორის ეს მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს აქვს გაკეთებული. გარდა ამისა, მატჩის გადამწყვეტი სროლაც ჩააგდო: საფინალო სირენამდე 26,5 წამით ადრე, ლუკამ სამქულიანი ჩააგდო, რითაც ანგარიში 115:110 გახდა.

20 წლის სლოვენიელს მხარი ყველაზე კარგად დორიან ფინი-სმიტმა (22 ქულა) და კრისტაპს პორზინგისმა (18 ქულა, 10 მოხსნა) აუბეს. სან ანტონიოდან საუკეთესო დემარ დეროზანი გახლდათ - 36 ქულით მან ამ სეზონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

სწორედ დეროზანის დამსახურებაა, რომ სან ანტონიო, რომელიც მესამე პერიოდის შემდეგ 79:93-ს აგებდა, ბოლო მეოთხედში დალასს 2-ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა, მაგრამ მავერიკსმა თამაში მაინც მიიყვანა გამარჯვებამდე.

სან ანტონიოსთვის ეს ბოლო 9 თამაშში მე-8 წაგებაა, სულ კი, გრეგ პოპოვიჩის გუნდს ამ სეზონში 5 მოგება და 9 წაგება აქვს. 1996/1997 წლების სეზონის შემდე სპურსს ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია. დალასი 8 მოგებით და 5 მარცხით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩში მავერიკსი 21 ნოემბერს გოლდენ სტეიტს უმასპინძლებს, სან ანტონიო კი ვაშინგტონს ესტუმრება.

📺 ვიდეო: დალასი 117:110 სან ანტონიო (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი

კომენტარები

ბოლო ამბები