Thumbnail

ნიკა კაჭარავას ზედიზედ მესამე გოლი და სიმბოლური ნაკრები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკა კაჭარავამ სანდეციასთან მატჩში სეზონის მე-6 გოლი გაიტანა.
  • Piłka Nożna-მ ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში თავი ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა. მისი კორონა სტუმრად სანდეციას 3:3 დაუზავდა. მე-40 წუთზე კაჭარავამ სტუმრები 2:1 გაიყვანა წინ. 

ქართველ ფორვარდს კარგი თამაში გაზეთმა Piłka Nożna-მ დაუფასა, რომელმაც იგი პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. სხვათა შორის, ეს უკვე მესამედ მოხდა ამ სეზონში. 

ნიკა კაჭარავამ კორონას ბოლო სამ მატჩში გაიტანა. 

24 წლის ქართველი ფორვარდი პოლონეთში პირველ სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე 14 მატჩში 6 გოლია. გასულ სეზონში კაჭარავა კვიპროსული ეთნიკოსის რიგებში თამაშობდა (27 თამაში, 16 გოლი). 

Piłka Nożna-ს XXIII ტურის სიმბოლური ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები