Thumbnail
  • ევრო 2020-ზე შვეიცარია და დანია ითამაშებენ
  • 19 ნოემბერს შესარჩევში ბოლო საგზურის ბედი წყდება, კანდიდატი 3-ია

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩები  D, F და J ჯგუფებში გაიმართა, ევროპის ჩემპიონატის კიდევ ორი მონაწილე გამოვლინდა. 

ეს საქართველოს ნაკრების ჯგუფ D-ში მოხდა, სადაც ოფიციალურად არც ერთი საგზურის ბედი გარკვეული არ იყო, თუმცა ცხადი იყო, რომ შვეიცარიის ნაკრები გიბრალტარს დაამარცხებდა და მიზანს მიაღწევდა - ასეც მოხდა 6:1.

უფრო საინტერესო იყო დუბლინური დაპირისპირება ირლანდიისა და დანიის ნაკრებებს შორის. ირლანდიელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. 73-ე წუთზე დანია მარტინ ბრაიტვაიტმა დააწინაურა.

მარტინ ბრაიტვეიტის გოლი ირლანდიის ნაკრების კარში

მარტინ ბრაიტვეიტის გოლი ირლანდიის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

მართალია, 85-ე წუთზე მეტ დოჰერტიმ გაათანაბრა, მაგრამ მეტი მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს - 1:1.

მეტ დოჰერტის გოლი დანიის ნაკრების კარში - 1:1

მეტ დოჰერტის გოლი დანიის ნაკრების კარში - 1:1

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

ასე რომ, შესარჩევი ციკლიდან ევრო 2020-ზე 20 საგზურიდან 19-ის ბედი ცნობილია. ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ:

ბელგია, იტალია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, ხორვატია, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია და დანია.

დღის სხვა მატჩებში აღარ წყდებოდა საგზურების ბედი, თუმცა იტალიელთა 9:1 გამარჯვება სომხეთის ნაკრებზე ცალკე აღნიშვნის ღირსია.

იტალიის ნაკრებმა სომხეთის ნაკრები გაანადგურა

იტალია 🇮🇹 9:1 სომხეთი 🇦🇲 - სკუადრა აძურამ ჯგუფში 10-დან 10 მატჩი მოიგო

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019

19 ნოემბერს შესარჩევი ციკლიდან ევრო 2020-ის ბოლო მე-20 მონაწილე გაირკვევა - E ჯგუფში მეორე ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის. უნგრეთის ნაკრებს 12 ქულა აქვს და უელსს სტუმრობს, რომელსაც 11 ქულა აქვს. ხოლო 10-ქულიანი სლოვაკეთი აზერბაიჯანს მასპინძლობს. 

D ჯგუფი

ირლანდია 1:1 დანია

გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (73), 1:1 დოჰერტი (85)

გიბრალტარი 1:6 შვეიცარია

გოლები: 0:1 იტენი (10), 0:2 ვარგასი (50), 0:3 ფასნახტი (57), 1:3 სტიჩი (74), 1:4 ბენიტო (75), 1:5 იტენი (84), 1:6 ჯაკა (86)

F ჯგუფი

ესპანეთი 5:0 რუმინეთი

გოლები: 1:0 რუისი (8), 2:0 მორენო (33), 3:0 მორენო (33), 4:0 რუსი (45+1 ავტოგოლი), 5:0 ოიარზაბალი (92)

მალტა 1:2 ნორვეგია

გოლები: 0:1 კინგი (7), 1:1 ფენეჩი (40), 1:2 ზორლოტი (62)

შვედეთი 3:0 ფარერები

გოლები: 1:0 ანდერსონი (29), 2:0 სვანბერგი (72), 3:0 გუიდეტი (80)

J ჯგუფი

იტალია 9:1 სომხეთი

გოლები: 1:0 იმობილე (8), 2:0 ძანიოლო (9), 3:0 ბარელა (29), 4:0 იმობილე (33), 5:0 ძანიოლო (64), 6:0 რომანიოლი (72), 7:0 ჟორჟინიო (75-პენ), 8:0 ორსოლინი (78), 8:1 ბაბაიანი (79), 9:1 კიეზა (81)

საბერძნეთი 2:1 ფინეთი

გოლები: 0:1 პუკი (17), 1:1 მანტალოსი (47), 2:1 გალანოპულოსი (70)

ლიხტენშტაინი 0:3 ბოსნია

გოლები: 0:1 ჩივიჩი (57), 0:2 ჰოჯიჩი (64), 0:3 ჰოჯიჩი (72)

კომენტარები

ბოლო ამბები