Thumbnail
  • ლეომ დამატებულ დროში გაათანაბრა
  • სამხრეთამერიკული დაპირისპირება ისრაელში ჩატარდა

ურუგვაის და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიო ფეხბურთის არაერთა ვარსკვლავმა მიიღო, 2:2 დასრულდა.

📺 არგენტინა 2:2 ურუგვაი

ეს შეხვედრა ისტორიული გახლდათ იმით, რომ ისრაელში, კერძოდ კი, თელ-ავივში ჩატარდა. სამხრეთამერიკულმა შერკინებამ ებრაელებში საკმაო ინტერესი გამოიწვია და სტადიონ ბლუმფილდზე 16 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ტორეირა-სუარესი-კავანის სამსვლიანი კომბინაცია პსჟ-ს ფორვარდის შედეგიანი დარტყმით დასრულდა.

63-ე წუთზე ლიონელ მესის ფლანგურ ჩაწოდებას ზუსტი თავური სერხიო აგუერომ მიაყოლა, თუმცა ხუთიოდ წუთში ურუგვაი ისევ წინ იყო. ლუის სუარესმა ჯარიმიდან დიდებულად დაარტყა.

როგორც ხშირად მომხდარა, არგენტინის ნაკრები მარცხისგან ისევ მესიმ იხსნა. უკვე მსაჯის მიერ დამატებული დრო მიდიოდა, როდესაც ხელით თამაშისთვის ურუგვაელთა კარში პენალტი დაინიშნა და ლეომ ის გოლში გარდასახა.

არგენტინა 2:2 ურუგვაი

გოლები: 0:1კავანი (33'), 1:1 აგუერო (62'), 1:2 სუარესი (68'), 2:2 მესი (91')

არგენტინა (4-3-3): ანდრადა - ტალიაფიკო, ოტამენდი, პესელია, სარავია - აკუნია (დომინგესი 68'), პარედესი (გონსალესი 79'), დე პაული - აგუერო, დიბალა (მარტინესი76'), მესი.

ურუგვაი (4-4-2): კამპანია - გოდინი, ვინია, კოატესი (გონსალესი 17'), კასერესი - ვესინო, ვალვერდე (ბენტანკური 75'), ლოსანო, ტორეირა - სუარესი, კავანი (ლაქსალტი 56').

კომენტარები

ბოლო ამბები