- მარიო მანჯუკიჩს იუვენტუსში სათამაშო დრო არ აქვს
- ხორვატს ბუნდესლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია
დორტმუნდის ბორუსია ტურინის იუვენტუსის ფორვარდ მარიო მანჯუკიჩისთვის ბრძოლაში ჩაება. ამ ინფორმაციას Kicker-ი ავრცელებს.
ცნობილია, რომ 33 წლის ხორვატი ფეხბურთელის გადაბირება ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, ამდენად, გერმანელებს სერიოზული კონკურენტი ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ იუვეს მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მანჯუკიჩი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა და მას სრული უნდობლობა გამოუცხადა.
მარიოს გერმანულ ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს: მას ვოლფსბურგსა და ბაიერნში უთამაშია. მიუნხენელთა მაისურით ხორვატს ბუნდესლიგა (2-ჯერ) და გერმანიის თასი მოუგია, ასევე ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახლავთ.
კომენტარები