Thumbnail

კოკოშკოვი სერბებს გაწვრთნის – ქართველების ექს-თავკაცი ოლიმპიადისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა
  • ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ივნისში ჩატარდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში სერბეთის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს. ამ ინფორმაციას Direktno.rs ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო მატჩებს 23-28 ივნისს, ვიქტორია (კანადა), სპლიტი (ხორვატია), კაუნასი (ლიტვა) და ბელგრადი (სერბეთი) უმასპინძლებენ, მონაწილეთა შორის კი, სერბეთის გარდა, ტუნისი, ანგოლა, სენეგალი (ყველა – აფრიკა), ბრაზილია, ვენესუელა, პუერტო რიკო, დომინიკის რესპუბლიკა, კანადა, მექსიკა, ურუგვაი (ყველა – ამერიკა), ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი, გერმანია, თურქეთი, ხორვატია, სლოვენია (ყველა – ევროპა), ახალი ზელანდია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა (ყველა – აზია) ითამაშებენ.

კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა და ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 3-ჯერ ათამაშა.

სერბმა სპეციალისტმა ყველაზე დიდ წარმატებას ევრობასკეტი 2017-ზე მიაღწია, სადაც სლოვენიის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვა.

მას შემდეგ, კოკოშკოვი ფენიქს სანსის თავკაცად მუშაობდა, ამჟამად კი, საკრამენტო კინგსის მწვრთნელის ასისტენტია და სავარაუდოა, რომ სერბეთში დანიშვნის შემთხვევაში, ორ პოსტს შეითავსებს.

კომენტარები

ბოლო ამბები