Thumbnail

დინამო ბათუმმა გურია დაამარცხა - მზადება გადამწყვეტი მატჩებისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბთ. 3:1 გურია
  • გოლები: 1:0 ჯანელიძე (22), 2:0 ჯანელიძე (27), 3:0 რამოსი (53), 3:1 ებრალიძე (82)

ეროვნული ლიგის დასკვნითი ორი ტურისთვის მზადების ფარგლებში, დინამო ბათუმმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ანგისას ბაზაზე ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედგით, 3:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში ბათუმელებმა ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს: 22-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლაშა ჩალაძის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი ჯანელიძემ გახსნა ანგარიში. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში, ჯანელიძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა ზუსტად და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც შეცვლაზე შესული გაბრიელ რამოსი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ტექნიკური დარტყმით ლანჩხუთელთა კარში მესამე გოლი შეაგდო. გურიამ მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა, რომლის ავტორი გიორგი ებრალიძეა. 

გია გეგუჩაძემ ძირითადი შემადგენლობა გადაახალისა და რამდენიმე ისეთ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომლებიც იშვიათად ხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში. მათ შორის იყვნენ გიორგი ილურიძე და გურამ ადამაძე, რომლებმაც ტრავმის გამო არაერთი ტური გამოტოვეს. მეორე ნახევარში გეგუჩაძემ ცვლილებებსაც მიმართა და თითქმის ყველას მისცა სათამაშო დრო. გურიასთან თამაშის მთავარი მიზანი ტონუსის შენარჩუნებაა, წინ კი გადამწყვეტი მატჩებია. ეროვნული ლიგის 35-ე ტურში დინამო ბათუმი რუსთავს მიიღებს, დასკვნით ტურში კი ლოკომოტივს ესტუმრება.

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

📸 დინამო ბათუმი - გურია 3:1

დინამო ბათუმი 3:1 გურია

გოლები: 1:0 ჯანელიძე (22), 2:0 ჯანელიძე (27), 3:0 რამოსი (53), 3:1 ებრალიძე (82)

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი,  გაგოშიძე, ადამაძე, ჩალაძე - მანჯგალაძე, ჯანელიძე - თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ილურიძე - დვალიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები