Thumbnail

ანჩელოტის ინგლისში უნდა - კარლომ პარი სენ-ჟერმენი უარით გაისტუმრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 58 წლის იტალიელი სპეციალისტი, სავარაუდოდ, ჩელსისა და არსენალის ვარიანტებზე ფიქრობს.
  • კარლოს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატადაც განიხილავენ.

კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ამჟამად უმუშევარია, პარი სენ-ჟერმენის გაწვრთნაზე პარიზელებს უარი უთხრა. ამის შესახებ Mirror იუწყება.

ყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს უნაი ემერის მემკვიდრედ გახდომა და ყოფილ კლუბში დაბრუნება იმის გამო არ სურს, რომ გული ინგლისისკენ მიუწევს.

შესაძლოა, ანჩელოტი ლონდონის ჩელსიში დაბრუნდეს, რომელსაც ამჟამად მისი თანამემამულე ანტინიო კონტე წვრთნის. ამ უკანასკნელს სკამი შერყეული აქვს.

კარლო ჩელსიში 2009-2011 წლებში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თითოჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. 

თუკი ჩელსიდან წინადადება იქნება, ანჩელოტი თანხმობას განაცხადებს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ იტალიელმა კონტრაქტი ლონდონის არსენალთან გააფორმოს. 

კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული. 

ის ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც ჩემპიონობა ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში უზეიმია.

ანჩელოტი კანდიდატად იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზეც განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები