Thumbnail

გოგონათა და ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო მატჩები გაიმართა

  • ჭაბუკებში ფოთის გუნდი ლიდერობს, გოგონებში კი პირველ ადგილზე ტყიბულია

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატში. უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და ტურნირს 3 ლიდერი ჰყავს: ფოთი, აჭარა  და პეგასი. მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში შედგა.

შარშანდელმა ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა 53-23 დამარცხა ქუთაისი, ხოლო ფოთმა მოუგო ზუგდიდსა და ქუთაისს. სამივე ამ გუნდს მხოლოდ  მოგებები აქვს, ფოთს კი ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული და 10 ქულით პირველ ადგილზეა.

აღმოსავლეთ საქართველოს ხუთმა გუნდმა ერთმანეთში უკვე ითამაშა,  დასავლეთის 8 გუნდს კი კიდევ ორი სათამაშო დღე აქვს: 30 ნოემბერს და 7 დეკემბერს გუნდები ზესფატონის სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან. ამის შემდეგ ტურნირი თებერვალში გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მატჩებით და ჩემპიონატის პირველი ეტაპიც დასრულდება.

უმცროსი ასაკის გოგონებს შორის 14 გუნდი თამაშობს. 12-13 წლამდელების შეჯიბრებას 3 მოგებით ლიდერობენ ტყიბულის გუნდი, რომელმაც დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში  წყალტუბო დაამარცხა, 14-6 და ფოთის ოქროს ვერძი, ვინც მოუგო აჭარას 14-5 და ქუთაისს.

2 მატჩიდან 2 მოგება აქვს თელავს, ასევე უდანაკარგოდაა გორის გუნდი, ოღონდ მათ სულ ერთი მატჩი აქვთ ნათამაშები. ჩემპიონატი 2020 წლის თებერვალში გაგრძელდება. ჩემპიონი 14 გუნდის ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ჭაბუკები, 2004-05

ქუთაისი 29-7 სენაკი, ფოთი 25-15 ზუგდიდი, ქუთაისი 23-53 აჭარა, ტყიბული 0-21 ზუგდიდი, სამტრედია 26-19 წყალტუბო, სენაკი 25-12 ტყიბული, ფოთი 17-9 ქუთაისი, ზუგდიდი 15-16 წყალტუბო, ფოთი 9-30 სენაკი, ქუთაისი 13-21 სამტრედია.

გოგონები, 2006-07

მამული 3-5 პეგასი 3-5, პეგასი 4-2 53 სკოლა, აჭარა 5-14 ფოთი, ზუგდიდი 6-5 წყალტუბო, ბსგ ბათუმი 9-1 სამტრედია, ქუთაისი 1-13 ფოთი, ტყიბული 14-6 წყალტუბო, აჭარა 5-4 ზუგდიდი, სამტრედია 5-5 ქუთაისი.

კომენტარები

ბოლო ამბები