Thumbnail
  • ინტერის მცველით მილან შკრინიარით ესპანური გრანდები დაინტერესდნენ
  • 24 წლის სლოვაკი ფეხბურთელის დათმობა ანტონიო კონტე არაფრით სურს

მილანის ინტერის მცველი მილან შკრინიარი ორი ესპანური გრანდის თვალთახედვის არეში მოექცა. იტალიური მედიის ინფორმაციით, 24 წლის სლოვაკი ფეხბურთელით ბარსელონა და მადრიდის რეალი ინტერესდებიან.

როგორც ირკვევა, კლუბები ფეხბურთელის გადაბირებაზე უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფიქრობენ, თუმცა უფრო მოსალოდნელ ვარიანტად, შკრინიარის ზაფხულში ტრანსფერი სახელდება.

ანტონიო კონტეს სლოვაკი მცველის გაშვება არაფრით სურს

მანამდე მილან შკრინიარით მანჩესტერ სიტი დაინტერესდა, თუმცა მილანის ინტერმა ზამთარში ფეხბურთელის 60 მილიონ ევროდ გაშვებაზეც კი უარი თქვა. მცველის შენარჩუნებას ძალიან ითხოვს ნერაძურის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც მილანს გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად განიხილავს.

მილან შკრინიარი ინტერს 2017 წლის ზაფხულში, სამპდორიადან შეუერთდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 28 მილიონი ევრო შეადგინა. კლუბმა და ფეხბურთელმა ხელშეკრულება მაისში განაახლეს და მის თანახმად, სლოვაკი ინტერს 2023 წლამდე ეკუთვნის, ოღონდ, კონტრაქტში პირგასამტეხლო თანხა მითითებული არ არის.

მიმდინარე სეზონში მცველის ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებული 12 მატჩი და ერთი საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები