Thumbnail

ფილადელფია სიქსერსი აუტსაიდერ კლივლენდს სტუმრობდა და იოლად გაიმარჯვა. პირველი ნახევრის შემდეგ ფილა 24 ქულას იგებდა და მატჩმა ინტრიგა, ფაქტობრივად, დაკარგა. კლივლენდი კატასტროფული 37.8 პროცენტით ისროდა და გასაკვირი არც არის, რომ ამ მატჩში ბრძოლა არ შედგა.

კიდევ ერთი სტატისტიკური დეტალი - ფილამ 33 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, კლივლენდმა კი მხოლოდ - 14, რაც იმას ნიშნავს, რომ ემბიიდის გუნდი ბურთს ძალიან კარგად ამოძრავებდა.

საუკეთესო ტობიას ჰარისი იყო 27 ქულით, ჯოელ ემბიიდმა კი მატჩის დიდი ნაწილი დაისვენა და მხოლოდ 22 წუთი ითამაშა, რომელშიც 14 ქულა ჩააგდო.

გუშინდელი დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა საკრამენტოში გაიმართა, სადაც ადგილობრივი კინგსი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ბოსტონ სელტიკსს მასპინძლობდა. შეხვედრაში ლიდერი ბევრჯერ შეიცვალა და ბოლო წამამდე ინტრიგა შენარჩუნებული იყო.

ბოსტონი ბოლო წამებამდე ლიდერობდა, თუმცა საკრამენტო თამაშის დასრულებამდე 13 წამით ადრე სადავო საჯარიმოების შემდეგ წინ გავიდა, ბოლო წამზე მარკუს სმარტის ნასროლი ბურთი კი არ ჩავარდა და საბოლოოდ 100:99 საკრამენტოს სასარგებლოდ.

ბოსტონმა ტრადიციულად აქცენტი გუნდურ კალათბურთზე გააკეთა და ერთდროულად ექვსმა მოთამაშემ 10-18 ქულას შორის ჩაყარა, საკრამენტოდან კი მოულოდნელად, ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ბადი ჰილდმა - 35 ქულა.

ზედიზედ 10 მოგებული შეხვედრის შემდეგ ეს სელტიკსის მხოლოდ მეორე მარცხი იყო, თუმცა ბოსტონი აღმოსავლეთში ლიდერობას ინარჩუნებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები