Thumbnail
  • ЭкСпорт: საბა კვერკველია გუნდიდან მიდის
  • იჯარა, არ არის გამორიცხული სრულყოფილი ტრანსფერიც

ტელეგრამის არხ ЭкСпорт-ის ინფორმაციით, საბა კვერკველია დიდი ალბათობით, მოსკოვის ლოკომოტივს დატოვებს. 27 წლის მცველმა ამ სეზონში ერთი წუთიც არ ითამაშა სიომინის გუნდში რუსულ პრემიერლიგაში.

შექმნილი სიტუაციით ფეხბურთელი უკმაყოფილოა. ამიტომაც არის დიდი ალბათობა, რომ კვერკველია იჯარით წავიდეს, მაგრამ არც სრულყოფილი ტრანსფერია გამორიცხული. კვერკველიას 2021 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულება მოსკოვურ კლუბთან.

ადრე კვერკველიას შეძენით ინგლისური ლესტერ სიტი იყო დაინტერესებული, რომელიც მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდიდა. ტრანსფერი არ შედგა. კვერკველია "ტრანსფერმარკტის" შეფასებით ზუსტად 10 მილიონი ევრო ღირს და ის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები