Thumbnail

იტალია უმწვრთნელოდ დარჩა - ო'ში 6 თვით ადრე წავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალიის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა
  • ირლანდიელ კონორ ო'შის კონტრაქტი 2020 წლის მაისში უმთავრდებოდა

იტალიის მორაგბეთა ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. ირლანდიელმა კონორ ო'შიმ, კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას იტალიის რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ო'შის ნაკრებში 2020 წლის მაისამდე უნდა ემუშავა, თუმცა ის 6 თვით ადრე წავიდა. კონორი იტალიის ნაკრებს 2016 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.

''მე მიყვარს თითოეული წუთი, რომლებიც იტალიაში გავატარე და მჯერა იმ საქმის, რომელსაც აქ ვაკეთებდით. მიმაჩნია, რომ იტალიური რაგბი ახლა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მე მოვიდოდი. ახალგაზრდა თაობა მოდის და ისინი უერთდებიან სისტემას, რომელსაც მხოლოდ განვითარება შეუძლია.'' - განაცხადა ირლანდიელმა იტალიის რაგბის კავშირთან.

კონორთან ერთად იტალიამ 40-დან 9 მატჩის მოგება მოახერხა. იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ალფრედო გავაციმ განაცხადა, რომ კონორის გადაწყვეტილება იტალიელებისთვის სამწუხარო იყო. იტალიის რაგბის კავშირი მას მადლობას უხდიას გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს..

კომენტარები

ბოლო ამბები