Thumbnail

ATP FINALS | ბერძენის ტრიუმფი ლონდონში - ციციპასმა ტიმს ფინალი მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სტეფანოს ციციპასი 6:7, 6:2, 7:6 დომინიკ ტიმი
  • ციციპასი პირველი ბერძენია, ვინც შემაჯამებელ ტურნირზე იმარჯვა

ლონდონში  ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირის ფინალში ერთმანეთს სტეფანოს ციციპასი და დომინიკ ტიმი შეხვდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა - გულშემატკივარმა ორი ტაიბრეიკი იხილა. ტიტული ციციპასს დარჩა, რომელმაც ტიმს სამ სეტში 6:7, 6:2, 7:6 აჯობა და შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული პირველი ბერძენი ჩოგბურთელი გახდა.

ტიმმა პირველ სეტში ტაიბრეიკზე იმარჯვა. ორივე ჩოგბურთელმა საკუთარ მოწოდებაზე საოცრად ითამაშა, ხოლო ტაიბრეიკზე დომინიკმა 8:6 მოიგო და დაწინაურდა. ციციპასმა მეორე სეტში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა (6:2) და ანგარიში გაათანაბრა.

შედეგად, მატჩის ბედი დრამატულ მესამე სეტში გადაწყდა. ჩოგბურთელებმა თითო მოწოდება დათმეს, ტაიბრეიკზე კი ციციპასმა 7:4 იმარჯვა, რისი წყალობითაც ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები