Thumbnail

ტალახაძის 3 ოქროს მედალი – ლაშამ თურქეთში იოლად იმარჯვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლაშა ტალახაძემ სულეიმანოღლუს სახელობის ტურნირი მოიგო
  • ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები შეიმატა

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) თურქეთში გამართული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.

ქართული დელეგაცია თურქეთში

ტალახაძემ შეჯიბრზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდებოდა, მისთვის მოკრძალებული წონები დააფიქსირა, თუმცა, პირველობისთვის ესე ეყო.

ლაშამ ატაცში 208 კგ. ასწია, აკვრაში – 242 კგ. ჯამში კი 450 კგ. დააფიქსირა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

შედეგად, ტალახაძე აბსოლუტური გამარჯვებული გახდა ტურნირზე, რომელშიც 23 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ამას გარდა, ქართველმა ძალოსანმა საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შემატა.

კომენტარები

ბოლო ამბები