Thumbnail
  • ბულგარეთი 1:0 ჩეხეთი
  • კოსოვო 0:4 ინგლისი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში დასკვნითი მატჩები გაიმართა. ინგლისის ნაკრები კოსოვოს ესტუმრა და დამაჯერებელი სხვაობით, 4:0 იმარჯვა. ინგლისელებმა დიდი უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. შედეგად, ბრიტანელებმა 8 თამაშში 21 ქულა მოაგროვეს და პირველი ადგილით გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ამ ჯგუფში, ინგლისმა ერთადერთი მარცხი განიცადა, პრაღაში, ჩეხეთთან.

კოსოვოს ერთ-ერთი გოლი რაშფორდმა გაუტანა

ინგლისელებმა პირველ ტაიმში ერთი ბურთი აკმარეს მეტოქეს, მატჩის ბოლო 15 წუთში კი ერთბაშად სამი გოლი შეაგდეს. ოთხივეჯერ თავი სხვადასხვა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს: ვინკსმა, კეინმა, რაშფორდმა და მაუნტმა.

ამ ჯგუფიდან ჩეხეთი გახდა მეორე გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მართალია, ბოლო ტურში ჩეხები ბულგარეთში დამარცხდნენ, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ეს მატჩი არაფერს წყვეტდა. ისედაც ცნობილი იყო, რომ A ჯგუფიდან კონტინენტის პირველობაზე ინგლისი და ჩეხეთი იასპარეზებდნენ. 

A ჯგუფი

ბულგარეთი 1:0 ჩეხეთი

გოლი: 1:0 ბოჟიკოვი (56) 

კოსოვო 0:4 ინგლისი

გოლები: 0:1 ვინკსი (32), 0:2 კეინი (79), 0:3 რაშფორდი (83), 0:4 მაუნტი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები