Thumbnail
  • ძიუდოს ქართულმა კლუბმა რანგით მეორე ევროტურნირზე იმარჯვა
  • მომავალ წელს, მებრძოლი ძალებს უკვე ჩემპიონთა ლიგაში სცდის

ძიუდოს ქართული კლუბი მებრძოლი პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში გამართული ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა საწყის რაუნდებში ფრანგულ ნიცას და რუსულ ედელვაისს სძლიეს, ფინალში კი საფრანგეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ სუსის აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ქართული კლუბის წარმომადგენლებმა საწყისი 3 ორთაბრძოლა მოიგეს და ჩემპიონის ვინაობა ვადაზე ადრე გადაწყვიტეს.

ბაგრატ ნინიაშვილმა (60 კგ.) ლუკა მხეიძეს 3 შიდო აკიდა, ფრიდონ გიგანმა (73 კგ.) არტურ კლერგეს ვაზარით აჯობა, ნუგზარ ტატალაშვილმა (81 კგ.) კი რეფერის ანტონინ ბლანდინი ასევე 3-ჯერ გააფრთხილებინა.

დარჩენილ შეხვედრებში ლაშა ბექაური (90 კგ.) აქსელ კლერგესთან ვაზარით დამარცხდა, ხოლო ადამ ოქრუაშვილი (+90 კგ.) ჟოზეფ ტერეს ვაზარით უგებდა, თუმცა, იპონზე დაეცა.

მებრძოლი 3:2 სუსი | ქართულმა გუნდმა ევროპალიგა მოიგო

მებრძოლი 3:2 სუსი | ქართულმა გუნდმა ევროპალიგა მოიგო

Posted by We Love Judo on კვირა, 17 ნოემბერი, 2019

ამ წარმატების წყალობით, მებრძოლმა მომავალი წლისთვის უფრო პრესტიჟულ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს უმთავრესი ევროტურნირი ამჯერად პორტუგალიურმა სპორტინგმა მოიგო, ქართულმა გოლდენ გორმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ვთქვათ ისიც, რომ ევროპის ლიგის ქალთა ტურნირი ფრანგულმა ორლეანმა 3:2 სძლია სერბულ სლავიას, რომლის ღირსებასაც ეთერ ლიპარტელიანი იცავდა. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალსა და ფინალშიც თავის მეტოქეებს დამაჯერებლად აჯობა და ვერცხლს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები