Thumbnail
  • სამეფო კლუბში ქარიმ ბენზემას პოზიციები შერყეული აქვს.
  • კრიშტიანოს ფრანგის საუკეთესო შემცვლელად ინგლისელი ფორვარდი ესახება.
  • კეინზე თვალი იუვენტუსსაც უჭირავს.

კრიშტიანო რონალდომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას ზაფხულში ჰარი კეინის შეძენა ურჩია. ამის შესახებ Don Balon იუწყება, რომლის ცნობით, "სამეფო კლუბს"ამ პერიოდში ძირითადი ცენტრალური თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დატოვებს და რონალდოსაც მის საუკეთესო შემცვლელად სწორედ კეინი ესახება.

მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რეალი ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების 24 წლის ფორვარდში 170 მილიონი ევროს გადახდისთვის მზადაა.

კეინის გადაბირებით ასევე ინტერესდება ტურინის იუვენტუსი, რომელიც უფრო მეტს - 250 მილიონს იმეტებს.

მიმდინარე სეზონში ჰარიმ ტოტენჰემის მაისურით ყველა ტურნირის 35 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. 

ჰარი კეინი ტოტენჰემის ღირსებას 2011/12 წლების სეზონიდან იცავს. მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

Transfermarkt.de-ს შეფასებით, ფორვარდის ფასი 120 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები