Thumbnail

დევდარიანი: გიბრალტარის გარდა ვერავის მოვუგეთ, სად ხედავთ პროგრესს?

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი მწვრთნელი გადაცემაში 'სპორტი იმედზე'
  • გიორგი დევდარიანი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს

ცნობილი ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი სტუმრად იყო მიწვეული გადაცემაში 'სპორტი იმედზე', სადაც ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გამო, ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს...

გიორგი დევდარიანი: “ვერ ვხედავ ოპტიმიზმის საფუძველს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გიბრალტარის გარდა სხვას ვერავის მოვუგეთ. გიბრალტართან და ყაზახეთთან გამარჯვებებით შევიქმენით დადებითი ფონი. კარგი რომ მინდა ჩვენი ფეხბურთისთვის, ამას იმიტომ ვლაპარაკობ. შეხედეთ ქართულ საკლუბო ფეხბურთს, სად ხედავთ პროგრესს? ძალიან მინდა, მაგრამ არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. უახლოეს პერიოდში ასეა და სამომავლოდ რა იქნება, ვაისი წავა, თუ ცხადაძე მოვა, ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ.

გიორგი დევდარიანი: თქვენ ხედავთ ეროვნულ ლიგაში პროგრესს? მე ვერ ვხედავ. 5-6 გუნდია, სადაც ფეხბურთლებს ხელფასი არ აუღიათ. ქუთაისის ტორპედო დაშლის პირასაა. 20-22 წელია ფეხბურთში ვარ და ჩაწყობილი თამაშების ასეთი მასშტაბი არასდროს მინახავს. თუ გვინდა თავზე ნაცარი დავიყაროთ და ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად არის, ვიძახოთ, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამას. ვინც ხედავს, გაატარეთ.

საჩხერის ჩიხურა ევროპალიგის მატჩების წინ დიღმის ტყეპარკში ვარჯიშობდა. ვხედავ ვიტ ჯორჯიას, ვხედავ ბოლნისის სიონს და ვხედავ ქუთაისის ტორპედოს. რომელ ოპტიმიზმზეა ლაპარაკი? სხვა ქვეყანაში ხომ არ გავიღვიძე დღეს დილას? სამწუხაროდ, მძიმე რეალობაა”.

გიორგი დევდარიანი: გიბრალტარის გარდა ჯგუფში თამაში არ მოგვიგია

გიორგი დევდარიანი: გიბრალტარის გარდა ჯგუფში თამაში არ მოგვიგია გიორგი დევდარიანის კომენტარი ქართულ ფეხბურთზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 17 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები