Thumbnail
  • სერბეთი 2:2 უკრაინა
  • ლუქსემბურგი 0:2 პორტუგალია

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, პორტუგალიის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე თამაში ოფიციალურად გაიფორმა.

პორტუგალიის ნაკრები ლუქსემბურგს ესტუმრა და როგორც მოსალონელი იყო, სამი ქულა მოიპოვა. პირენეელებმა მეტოქეს ორი გოლი აკმარეს. პირველი 39-ე წუთზე ბრუნო ფერნანდესმა გაიტანა, ხოლო მეორე, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე - კრიშტიანო რონალდომ. 

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგელი ფანები მთელი მატჩის განმავლობაში მესის გვარს სკანდირებდბენ და თუ ვის გასაგონად, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. რონალდომ კი ფანებს გოლით უპასუხა!

პორტუგალიის ნაკრებმა 17 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მეორე ადგილით მოიპოვა. ჯგუფი უკრაინის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც 8 ტურში 20 ქულას მოუყარა თავი. ანდრეი შევჩენკოს გუნდი ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. შედეგად, უკრაინა და პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ, ხოლო სერბეთი კი ჯგუფიდან ვერ გავიდა.

სერბეთი 2:2 უკრაინა

B ჯგუფი

სერბეთი 2:2 უკრაინა

გოლები: 1:0 ტადიჩი (9-პენ.), 1:1 იარემჩუკი (32), 2:1 მიტროვიჩი (56), 2:2 ბიესიედინი (90)

ლუქსემბურგი 0:2 პორტუგალია

გოლი: 0:1 ფერნანდესი (39), 0:2 რონალდო (86)

კომენტარები

ბოლო ამბები