Thumbnail

მესის ზაფხულში უფასოდ წასვლა შეუძლია! ბარსელონაში ანერვიულდნენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონას ლიონელ მესის კონტრაქტის გაგრძელება რაც შეიძლება სწრაფად სურს
  • აბიდალმა დაადასტურა: მოლაპარაკებები დაწყებულია

ბარსელონას ხელმძღვანელებს სურთ, რომ ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტი რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ. ამის შესახებ კატალონიური გრანდის სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა ისაუბრა.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები მესის მრჩევლებთან. გვსურს, რომ ეს საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს. ლიონელ მესი ჩვენი მთავარი ფეხბურთელია.” - განაცხადა აბიდალმა გაზეთ Sport-თან ინტერვიუში.

32 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს ბარსასთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. თუმცა მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც 32 წლის ასაკში მესის ბარსადან წასვლა ზაფხულში უფასოდ (!) შეუძლია. ანუ, ხელშეკრულება ლეოს კატალონიური გრანდიდან უფასოდ წასვლის საშუალებას 2020 წლის 1 ივლისს აძლევს.

საინტერესოა, რომ ასეთივე პუნქტები ჰქონდათ კონტრაქტებში ჩავის, ანდრეს ინიესტას და კარლეს პუიოლს. ახალი კონტრაქტის ვადაზე აბიდალს არაფერი უთქვამს. “იმედი მაქვს, რომ მესი ბარსელონაში კიდევ ბევრი წელი დარჩება,” - თქვა ფრანგმა.

კომენტარები

ბოლო ამბები