Thumbnail
  • გია ცეცაძის გუნდს მორიგი შესარჩევი მატჩი 18 ნოემბერს ელის
  • საქართველოს ნაკრები 6 ქულით მესამე ადგილზეა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სლოვაკეთში ჩავიდა და ქალაქ ნიტრაში დაბინავდა. 18 ნოემბერს სწორედ აქ გაიმართება მასპინძლებთან ევროშესარჩევი მატჩი.

გია ცეცაძის გუნდმა უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და სრული დატვირთვით ემზადებიან.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ეროვნული გუნდიდან  შეუერთდა ზურიკო დავითაშვილი და ვარჯიშში მანაც მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი შვეიცარიასთან ევროშესარჩევ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და საკმაოდ აქტიურადაც გაისარჯა.

ქართველ 21-წლამდელებს 4 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვთ და ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი).

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო).

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები