Thumbnail
  • გიორგი შერმადინი ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო იყო
  • ქართველი ცენტრის გუნდი ესპანურ ლიგაში მე-4 ადგილზეა

ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ სტუმრად ხუვენტუტთან 73:77 წააგო, ქართველი ცენტრი კი საკუთარი გუნდის რიგებიდან თამაშის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

გიორგი შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა

გიორგი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:08 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 6 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

იბეროსტარს 5 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-4 ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს, შინ, ბეტისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები